Saturday, April 8, 2017

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო-" ჩემი სოფლის ისტორიული ძეგლები"

პროექტებით სწავლებამ ამ პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი რამ დამანახვა,ყოველი მოდული შინაარსიანი და ინოვაციური იყო. პროექტებით სწავლება მოსწავლეებს დადებითად განაწყობს და ჩართულობის მაჩვენებელიც მაღალია, სწავლობენ ურთიერთპატივისცემას, უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ მოსაზრებებს, აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს,იცავენ დროის ლიმიტს, აკეტებენ პრეზენტაციებს და აძლევენ  დადებით უკუკავშირს.

Sunday, April 2, 2017

მერვე დღე

ეს მოდული დამეხმარა როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენყირებულ სწავლების პროცესში, როგორ გამოვიყენოთ  ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად

Friday, March 31, 2017

მეშვიდე დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი - რუბრიკა

მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე ვთვალსაზრისით; მაგ:   განსაკუთრებით ნიჭიერი, არაქართულენოვანი და სპეც. საჭიროების მოსწავლეები ეფექტურად ჩავრთო  პროექტის აქტივობებში,გამომდინარე ელექტრონული წიგნის გაცნობით. დამოუკიდებელი სწავლისათვის შევქმენი  ელექტრონ. სავარჯიშო, მოსწავლეებს მივეცი სათანადო მითითება, იმუშაონ დამოუკიდებლად .

Saturday, March 25, 2017

მეექვსე დღე


ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. მოდიფიცირება გავუკეთე მოსწავლის ნაშრომის ნიმუშს ,მოვარგე ჩემს პროექტს ამ ნიმუშის შეფასების რუბრიკა.

მეხუთე დღე

მეოთხე მოდული დამეხმარა მოსწავლეთა ნაშრომის ნიმუშის შექმნაში პროექტის ფარგლებში, ჩემი მოლოდინების გამოკვეთაში, პუბლიკაციის და ბლოგის ნიმუშების შექმნაში კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის.

Friday, March 24, 2017

მეხუთე დღე


ეს მოდული დამეხმარა როგორ გამოვიყენო ინტერნეტი სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად,ასევე დამეხმარა სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებასა და მათი შეფასების მეთოდების გამოყენებაში, ვებსაიტების საავტორო უფლებებისა და კანონიერ გამოყენებაზე; ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობებში არჩეული პროექტის თემის ფარგლებში, მოძიებული ინფორმაციების დამახსოვრებაში

Sunday, March 19, 2017

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა  განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენებაში რამდენიმე თვალსაზრისით;  გავეცანი 5 სტრატეგიას, გავეცანი შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს.ეს მეთოდები დამეხმარა შევუფასო მოსწავლეებს:
1. წინარე ცოდნა და საჭიროების დადგენა
2.პროგრესის მონიტორინგი
3. თვითრეგულირება და თანამშრომლობა
4. გაგები დემონსტრირება
5. მეტაშემეცნების წახალისება და გაგების შემოწმება