Friday, March 31, 2017

მეშვიდე დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი - რუბრიკა

მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე ვთვალსაზრისით; მაგ:   განსაკუთრებით ნიჭიერი, არაქართულენოვანი და სპეც. საჭიროების მოსწავლეები ეფექტურად ჩავრთო  პროექტის აქტივობებში,გამომდინარე ელექტრონული წიგნის გაცნობით. დამოუკიდებელი სწავლისათვის შევქმენი  ელექტრონ. სავარჯიშო, მოსწავლეებს მივეცი სათანადო მითითება, იმუშაონ დამოუკიდებლად .

Saturday, March 25, 2017

მეექვსე დღე


ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. მოდიფიცირება გავუკეთე მოსწავლის ნაშრომის ნიმუშს ,მოვარგე ჩემს პროექტს ამ ნიმუშის შეფასების რუბრიკა.

მეხუთე დღე

მეოთხე მოდული დამეხმარა მოსწავლეთა ნაშრომის ნიმუშის შექმნაში პროექტის ფარგლებში, ჩემი მოლოდინების გამოკვეთაში, პუბლიკაციის და ბლოგის ნიმუშების შექმნაში კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის.

Friday, March 24, 2017

მეხუთე დღე


ეს მოდული დამეხმარა როგორ გამოვიყენო ინტერნეტი სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად,ასევე დამეხმარა სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებასა და მათი შეფასების მეთოდების გამოყენებაში, ვებსაიტების საავტორო უფლებებისა და კანონიერ გამოყენებაზე; ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობებში არჩეული პროექტის თემის ფარგლებში, მოძიებული ინფორმაციების დამახსოვრებაში

Sunday, March 19, 2017

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა  განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენებაში რამდენიმე თვალსაზრისით;  გავეცანი 5 სტრატეგიას, გავეცანი შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს.ეს მეთოდები დამეხმარა შევუფასო მოსწავლეებს:
1. წინარე ცოდნა და საჭიროების დადგენა
2.პროგრესის მონიტორინგი
3. თვითრეგულირება და თანამშრომლობა
4. გაგები დემონსტრირება
5. მეტაშემეცნების წახალისება და გაგების შემოწმება

Saturday, March 18, 2017

მესამე დღე

1. პროექტში მიზნების განსაზღვრა
2. 21-ე საუკუნის უნარჩვევებიდან სიტყვების მორგება მიზნებში და ჩაწერა
3. სტანდარტებისა და მიზნების მორგება პროექტში
4. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავება ჩემი პროექტის თემასთან მიმართებაში.

პროექტის მიზნის სწორად განსაზღვრა
რა უნარებს განუვითარებს აღნიშნული პროექტი მოსწავლეებს

Sunday, March 12, 2017

მეორე დღე


ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით  დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. ტექნოლოგიებს გამოვიყენებ და შევქმნი პროექტებს,რომელიც დამეხმარება ეფექტურად და შინაარსიანად წარვმართო სწავლის პროცესი. ეს პროექტი დამეხმარება ჩემს როლზე, რომ სწორად შევაფასო მოსწავლეთა მიღწევები, ასევე დამეხმარება სასწავლო სტანდარტების მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში

Saturday, March 11, 2017

პირველი დღე

1. პროექტი სამი ფაზისგან შედგება და ამ სამივე ნაწილის მიმდინარეობას შეფასება  უნდა გავუკეთოთ.
2. ვისწავლეთ ბლოგების შექმნა
3. რამდენჯერ შეგვიძლია პროექტებით სწავლების გამოყენება?